რეზონანსი
21.05.2022

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განცხადება გააკეთა. მისი თქმით, რუსეთმა ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა, რომ ის უკვე 85 დღეა იბრძვის უკრაინის და არა ნატოს წინააღმდეგ.

„ეს მათ ხელს უშლის ადეკვატურად აღიქვან მოლაპარაკებების პროცესიც. ეს როგორც ადამიანურ ურთიერთობებშია, თუ მხარეები არ განიცდიან ინტერესს, ვერ ხედავენ განხილვის ურთიერთწერტილებს, მათთვის ურთიერთობა საინტერესო არ იქნება. ზუსტად ასეა მოლაპარაკებების პროცესშიც. არ არის სასაუბრო თემა, არ არსებობს გადამკვეთი წერტილები. ძნელია მოსმენა, როდესაც მუდმივად გეუბნებიან „თქვენ იქ ნაცისტები გყავთ“,- განაცხადა პოდოლიაკმა.

ამასთან, როგორც პოდოლიაკმა აღნიშნა, მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ომის მიმდინარეობისას, თუმცა ეს ის სივრცეა, სადაც მხარეები პირველ რიგში ადეკვატურად აღიქვამენ საუთარ თავს და ადეკვატურად აღიქვამენ საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×