რეზონანსი
22.05.2022

რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო დარტყმები გააძლიერეს, თუმცა დაიწყეს რაკეტების მოძველებული მოდელების გამოყენება, რომლებსაც აქვთ სიზუსტის სერიოზული პრობლემები - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ვლადისლავ სელეზნევმა OBOZREVATEL-თან ინტერვიუში განაცხადა.

ექსპერტის თქმით, რუსები იძულებულნი არიან გამოიყენონ X-22 რაკეტები, რომლებსაც აქვს დიდი სიმძლავრე, მაგრამ სიზუსტის სერიოზული პრობლემები. მისივე თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს რაკეტები გაუმკლავდნენ რუსეთის ფედერაციის მთავარ ამოცანას - ინფრასტრუქტურის განადგურებას.

ექსპერტს მაგალითისთვის მოჰყავს 16 მაისის სარაკეტო დარტყმა, რომელიც მიმართული იყო დნესტრის შესართავთან, სარკინიგზო ხიდისკენ, თუმცა რაკეტა რეკრეაციულ კომპლექსში ჩამოვარდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×