რეზონანსი
23.05.2022

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ როინ მებონიას ადვოკატის, სულხან კომახიძის განცხადებით, მებონიას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს და ის ერთი წლის წინ, სტაციონარში მკურნალობდა.

ადვოკატის თქმითვე, მებონია ბოლო პერიოდში მედიკამენტებს აღარ იღებდა.

"ადამიანს აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აუცილებლად შესწავლას საჭიროებს. ქმედების განხორციელების დროს შეეძლო თუ არა მას სრულად გაეცნობიერებინა ის, რასაც აკეთებდა, საჭიროებს სერიოზულ კვლევას. ცოლ-ქმარი იყვნენ, ერთად ცხოვრობდნენ, რა მოხდა, ამ ფაქტებს დაკავებული ვერ იხსენებს. ბრალდებას არ უარყოფს, შემთხვევის ადგილიდან არსად არ წასულა, პოლიციას ჩაბარდა, მაგრამ ფაქტია, რომ განვითარებულ მოვლენებს ვერ იხსენებს და ვერ ხსნის იქ რა მოხდა. წარსულში სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, ის მკურნალობას სტაციონარში გადიოდა. ვიცი, რომ მედიკამენტები დანიშნული ჰქონდა, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში მედიკამენტებს არ ღებულობდა. სტაციონარში დაახლოებით, ერთი წლის წინ მკურნალობდა. მას დღესდღეობითაც აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა",- განაცხადა კომახიძემ.

კითხვაზე, მედიკამენტების შეწყვეტა ბრალდებულმა თავად გადაწყვიტა, თუ ეს ექიმის მითითებით მოხდა, ადვოკატი პასუხობს, რომ "ეს საკითხიც საჭიროებს მოკვლევას".

წყარო: „ipn“

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×