რეზონანსი
26.05.2022

ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, იმედები, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რეალობაზე და რაციონალიზმზე არის დაფუძნებული.

„დღეს არის ერთიანობის, გმირების მაგალითების, იდეალების დღე, როდესაც საქართველოს ყველა მოქალაქეს განსაკუთრებული სურვილის გამოხატვა შეუძლია, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები და იმედია, ეს ასეც მოხდება. დარწმუნებული ვარ, რომ ასე მოხდება იმიტომ, რომ ევროპა არის ჩვენი ბუნებრივი ოჯახი, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ევროპულ ოჯახს, საქართველომ ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავის ბუნებრივ მდგომარეობას დაუბრუნდეს. ყველა კრიტერიუმით, ყველა პარამეტრით ჩვენ წინ ვართ ისეთ ქვეყნებზეც კი, რომლებიც კანდიდატის სტატუსით უკვე სარგებლობენ. აქედან გამომდინარე, ჩვენი იმედებიც რეალობაზე და რაციონალიზმზე არის დაფუძნებული და იმედია, ასეც იქნება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×