რეზონანსი
29.05.2022

დასავლეთ ვირჯინიაში, ჩარლსტონში, ქალმა მოკლა კაცი, რომელმაც ხალხს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. 37 დენის ბატლერი დაბადების დღის წვეულებაზე, სადაც დაახლოებით 40 ადამიანი იმყოფებოდა, იარაღით შეიჭრა.

მანამდე, ბატლერი ადგილზე მანქანით გადაადგილდებოდა, რის გამოც პოლიციამ მას გაფრთხილება მისცა და მანქანის შენელება სთხოვა, რადგან ადგილზე ბავშვები თამაშობდნენ.

ამის შემდეგ კი ის ადგილზე AR-15 ტიპის იარაღით დაბრუნდა და მანქანიდან ისროლა საცხოვრებელი სახლის მიმართულებით, რომლის ეზოშიც დაბადების დღის წვეულება იმართებოდა.

პოლიციის პრესსპიკერმა ტონი ჰაზელეტმა განაცხადა, რომ ქალის სწრაფმა რეაქციამ ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინა და შესაძლო მასობრივი სროლა აღკვეთა.

"ის უბრალოდ საზოგადოების წევრია, რომელსაც აქვს იარაღის ტარების უფლება. საფრთხისგან გაქცევის ნაცვლად, ის არ შეშინდა და რამდენიმე სიცოცხლე გადაარჩინა", - თქვა პოლიციის პრესსპიკერმა.

სროლის შემდეგ ქალი ადგილზე დარჩა და გამომძიებლებთან მუშაობა გააგრძელა. პოლიციის თქმით, ქალს ბრალი არ წარედგინება. თავდამსხმელი ადგილზე გარდაცვლილი იპოვეს, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნებოდა.

პოლიციის პრესსპიკერის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, საიდან ჰქონდა ბატლერს იარაღი - რომლის ტარების უფლება მას, როგორც მსჯავრდებულს, არ ჰქონდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×