რეზონანსი
23.06.2022

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რომ დარწმუნებულია უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს მისცემენ.

"გადამწყვეტი მომენტია ევროკავშირისთვის. ეს არის ასევე გეოპოლიტიკური არჩევანი, რომელსაც ჩვენ დღეს გავაკეთებთ.

დარწმუნებული ვარ, დღეს ჩვენ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ. გამოვხატავთ ნათელ და ძლიერ ევროპულ პერსპექტივას უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვასთვის", - განაცხადა შარლ მიშელმა.

ცნობისთვის, დღეს იმართება ევროკავშირის სამიტი, სადაც ლიდერებმა სამი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ცნობისთვის, 17 ივნისს, ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვასთვის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია გასცა. საქართველოსთვის კი წინასწარი პირობები მოითხოვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×