რეზონანსი
23.06.2022

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძის განაცხადებით საქართველოს პრეზიდენტი თავისი რიტორიკით „სალომე სამადაშვილის დონეზეა დასული".

„სამწუხარო რა არის იცით, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითონ ეწევა კანდიდატობის საწინააღმდეგო კამპანიას მთელი ამ დღეების განმავლობაში, ეს არის უკიდურესად სამწუხარო. მისი განცხადებები, რომ ვართ ჩამორჩენილი და ა.შ. რა თქმა უნდა, ამას ემსახურება. ჩამორჩენილი თუ არის ქვეყანა, გამოდის, რომ კანდიდატობას არ იმსახურებს, მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ საქართველო კი არ არის ჩამორჩენილი, სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩა რაღაცეებს. სალომე ზურაბიშვილი თავისი რიტორიკით დასულია სალომე სამადაშვილის დონეზე, რაც ძალიან სამწუხაროა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სახელი და გვარი რომ არ ეწეროს ზედ, ვერ გაარჩევ სალომე ზურაბიშვილს სალომე სამადაშვილისგან, რაც ძალიან სამწუხაროა. რატომ ხდება ეს, ამასთან დაკავშირებით ეჭვები გვაქვს, მაგრამ სიღრმეში არ შევალ", - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ სალომე ზურაბიშვილის დაწყევლის ფაქტს, კობახიძე პასუხობს, რომ „ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებს".

„სიტყვებს ვერ შევაფასებ, მაგრამ ზოგადად, ჩვენი პარტიის წარმომადგენლები ძალიან გულდაწყვეტილები არიან იმ ყველაფრით, რასაც სალომე ზურაბიშვილი აკეთებს. ჩვენ ვეუბნებოდით მათ, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო წარდგენილი, როგორც ზეპარტიული კანდიდატი და ასე მოქმედებდა რეალურად ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თუმცა, ვხედავთ, რომ ის პოზიციონირებს, როგორც სალომე სამადაშვილი. ბუნებრივია, გულდაწყვეტილები არიან ჩვენი პარტიის წარმომადგენლები, რაც შეეხება კონკრეტულ სიტყვებს, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×