რეზონანსი
23.06.2022

ევროპარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ევროპარლამენტმა შესაბამისი მხარდამჭერი რეზოლუციაც მიიღო.

რეზოლუციის ტექსტში საქართველოც არის ნახსენები და ნათქვამია, რომ ისიც უნდა გახდეს კანდიდატი, მას შემდეგ რაც ის დაასრულებს აუცილებელი რეფორმების გატარებას.

ამასთან, ევროპარლამენტი რეზოლუციაში აცხადებს, რომ არ უნდა იყოს არანაირი „სწრაფი გზა" ევროკავშირში წევრობისთვის.

„წევრობა უნდა მიენიჭოს მხოლოდ დამსახურების საფუძველზე და მხოლოდ მას შემდეგ, რაც კრიტერიუმების შესრულება მოხდება.

ევროკავშირის გაფართოება მის პირად ინტერესებში შედის",- ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

რეზოლუციას მხარი 529 ევროდეპუტატმა დაუჭირა მხარი, 45 წინააღმდეგ წავიდა, 14-მა კი თავი შეიკავა.

„პარლამენტი მოუწოდებს უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს ხელისუფლებას, „ცალსახად წარმოაჩინონ თავიანთი პოლიტიკური გადაწყვეტილება თავიანთი ხალხის ევროპული ამბიციების განსახორციელებლად", დააჩქარონ რეფორმები, რათა რაც შეიძლება მალე შესრულდეს ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები.

უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები იმსახურებენ ცხოვრებას თავისუფალ, დემოკრატიულ და კეთილდღეობის მქონე ქვეყნებში, რომლებიც ევროპული ოჯახის ამაყი და ერთგული წევრები არიან,"- აცხადებენ ევროპარლამენტარები.

ცნობისთვის, უკრაინისთვის, მოლდოვასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამიტზე იქნება მიღებული, რომელიც ბრიუსელში დღეს დაიწყება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×