რეზონანსი
23.06.2022

ლიდერები აპირებენ ძალიან კარგი გზავნილის გამოცხადებას ქართველი ხალხისთვის, - ამის შესახებ​ ლიეტუვის პრეზიდენტმა​ გიტანას ნაუსედამ განაცხადა. მისი თქმით, ეს გზავნილი მას ლიეტუვას მაგალითს ახსენებს.

„ლიეტუვამ შედარებით მოგვიანებით დაიწყო მოლაპარაკებები ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ვიდრე ჩვენმა მეზობელმა ესტონეთმა. ესტონეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც მოიპატიჟეს, მაგრამ ეს იყო უდიდესი სტიმული ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, მთელი საზოგადოებისთვის, რომ ჩვენ მათ მალე დავეწიეთ და ერთად შევედით ევროკავშირში 2004 წელს. ვფიქრობ, რასაც ვგეგმავთ რომ დღეს გამოვაცხადოთ, ძალიან მკაფიო პერსპექტივას განსაზღვრავს საქართველოსთვის და ეს არის ევროპული პერსპექტივა და კანდიდატობა პირობების შესრულების შემდეგ. მე ვფიქრობ, თუ საქართველო შეასრულებს პირობებს, მაშინ იქნება მწვანე შუქი საქართველოს კანდიდატობისთვის და შემდეგ სრულუფლებიანი წევრობა ევროკავშირში", - განაცხადა ნაუსედამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×