რეზონანსი
25.06.2022

ჩინეთი მზადაა ტაივანისთვის ნებისმიერი საშუალებით იბრძოლოს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა კუნძულის თავის შემადგენლობაში დაბრუნებას არც სამხედრო გზით გამორიცხავს. ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა საფრანგეთში ლუ შაემ განაცხადა.

„ჩვენ დავიბრუნებთ ტაივანს ყველა საშუალებით, მათ შორის სამხედრო საშუალებითაც",- განაცხადა დიპლომატმა კუნძულის მომავლის განხილვისას.

ცნობისთვის, ტაივანი ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოა. მისი ხელისუფლება სრული დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. პეკინი კი კუნძულს თავის ტერიტორიად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ის არასდროს უმართავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×