რეზონანსი
27.06.2022

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი არ ეთანხმება ბრალდებებს იმის შესახებ, რომ რუსეთმა საგარეო ვალის მომსახურების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დეფოლტი განიცადა.

„ეს ბრალდებები დეფოლტის შესახებ აბსოლუტურად არამართლზომიერია, რადგან უცხოურ ვალუტაში გადახდა ჯერ კიდევ მაისში განხორციელდა და ის ფაქტი, რომ Euroclear-მა ეს თანხა დააკავა და მიმღებებთან ვერ მივიდა, ჩვენი პრობლემა აღარ არის. ამ შემთხვევაში, არ არსებობს საფუძველი, რომ ამ ვითარებას დეფოლტი ვუწოდოთ", - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, გამოიცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთმა, 1918 წლის შემდეგ პირველად, საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×