რეზონანსი
27.06.2022

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

პროცესი 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა გამართულიყო, თუმცა სასამართლო სხდომის გადადება კვლავ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოხდა.

როგორც ბრალდების მხარემ აღნიშნა, სასამართლომ ჩათვალა, რომ დასაზუსტებელია, შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი პროცესში მონაწილეობა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ სამკურნალო დაწესებულებიდან გამოგზავნილი ცნობით არ ირკვეოდა მიხეილ სააკაშვილს შეუძლია თუ არა ჩვენების მიცემა.

"სასამართლომ გადადო სხდომა,ვიდრე სასამართლო შემადგენლობა დააზუსტებს სამკურნალო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის დეტალებს და "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის მიერ პროცესში ჯეროვანი მონაწილეობის შესაძლებლობას", - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×