რეზონანსი
29.06.2022

რომის პაპმა ფრანცისკემ რუსული ძალების მიერ კრემენჩუკში, ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრში განხორციელებული თავდასხმა დაგმო.

„ყოველდღე გულით ვატარებ ძვირფას და წამებულ უკრაინას, რომელიც განიცდის ისეთ ბარბაროსულ თავდასხმებს, როგორიც იყო კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული დარტყმა", - განაცხადა პაპმა ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედანზე.

მისი თქმით, ლოცულობს, რომ უკრაინაში ომი მალე დასრულდეს.

„ვლოცულობ, რომ ეს შეშლილი ომი მალე დასრულდეს და მე ვიმეორებ ჩემს მოწოდებას, ნუ დავიღლებით მშვიდობისთვის ლოცვით,"- აღნიშნა პაპმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×