რეზონანსი
04.07.2022

მაისის ეკონომიკის ზრდის წინასწარი შეფასება კვლავ ძლიერ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს. თიბისი კაპიტალი ცვლის 2022 წლის მოლოდინს დაახლოებით 10%-დან, 10%-ზე უფრო მეტის მიმართულებით. 

წინა კვირა ლარის გამყარების მორიგი ტენდენციის კუთხითაც იყო მნიშვნელოვანი. თიბისი კაპიტალის მოლოდინები პრაქტიკულად უცვლელია. საკუთრივ, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, ლარი დამატებით გამყარდება, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან, სავარაუდოდ დაახლოებით 2.80-ის ნიშნულამდე, რის შემდეგაც, თიბისი კაპიტალის აზრით, სებ-ის მიერ აშშ დოლარის შესყიდვის ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება. ამასთან, სავალუტო აუქციონზე 24 მაისს განხორციელებული ინტერვენციისაგან განსხვავებით, ამჯერად სავალუტო ბაზრის მონაწილეთა მხრიდან ისეთივე ნეგატიური რეაქცია ნაკლებ მოსალოდნელია.  

საპროცენტო განაკვეთების მხრივ, აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარის გაძვირება საქართველოში უკვე დეპოზიტების განაკვეთებშიც შედარებით უფრო თვალსაჩინოა. ამასთან, თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ ამ მხრივ გადაცემის ეფექტი მხოლოდ ნაწილობრივი იქნება.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია ბმულზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×