რეზონანსი
04.07.2022

მკვლელობა შურისძიების მოტივით - მარნეულში ჩასაფრებულმა მკვლელმა 45 წლის ვილალაიათ ორუჯოვს 7 ტყვია ესროლა და ადგილიდან მიიმალა, მკვლელობის ადგილზე კი დამნაშავემ მთავარი მტკიცებულება პისტოლეტი დატოვა. დანაშაული მარნეულის ცენტრში მდებარე სარიტუალო დარბაზთან მოხდა, ადგილზე, სადაც რამდენიმე სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული და მკვლელობის დროს ქორწილი იყო.

"კურიერმა" დღეს გაარკვია, რომ მოკლული მამაკაცი წარსულში ნასამართლევია და სავარაუდო დამნაშავესთან რამდენიმე წლიანი ნაცნობობა აკავშირებდა. ვილალაიათ ორუჯოვის ოჯახი კი არც მკვლელობის ვერსიაზე და არც სავარაუდო მკვლელის ვინაობაზე საუბრობს.

ორუჯოვი ნათესავის ქორწილში მიდიოდა, თუმცა წვეულებაზე შესვლა ვერ მოასწრო. მას თავდამსხმელმა ცეცხლი რესტორნიდან რამდენიმე მეტრში, კამერების თვალწინ გაუხსნა და მიიმალა. ჩანაწერები გამოძიებამ უკვე ამოიღო. "კურიერის" ინფორმაციით, სამართალდამცველებს ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიც დახვდათ, რომელიც სავარაუდოდ დამნაშავეს დარჩა.

რესტორნის თანამშრომლები კამერებთან საუბარს ერიდებიან, თუმცა მომხდარს სავარაუდოდ ჰყავს რამდენიმე თვითმხილველი, რომლებმაც ადგილზე სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახეს.

კომენტარისგან თავს იკავებენ მოკულის მეზობლები.

განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"რუსთავი 2"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×