რეზონანსი
05.07.2022

უკრაინის შეიარაღებული ძალები იკავებენ პოზიციებს სლავიანსკის გარშემო, მაგრამ ქალაქში ყოფნა სახიფათოა – დამპყრობლების მხრიდან დაბომბვები ძლიერდება. ქალაქის ხელისუფლება მზადაა ექსტრემალურ პირობებშიც კი გააგრძელოს ევაკუაცია, მაგრამ ჯობია ახლავე წავიდეს. 

“ქალაქი უკვე ფრონტის ხაზი გახდა. ახლა მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდეს, გუშინდელი მოვლენა (დაბომბვა, რომლის შედეგადაც დაიღუპა ექვსი მოქალაქე) ამის დასტური გახდა და ხალხმა უფრო აქტიურად დაიწყო ქალაქიდან გასვლა”, – განაცხადა ქალაქის მერმა ვალიმ ლიახმა ისაუბრა.

მისი თქმით, მტერი სლავიანსკიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში დგას, ერთ-ერთი მიმართულებით ოკუპანტები უკვე 10 კილომეტრზე ნაკლებ მანძილში არიან.

“ლიმანის მიმართულებით, რაიგოროდოკისკენ 7-10 კილომეტრში არიან, იზიუმის, დოლინას მიმართულებით – 30 კილომეტრში. სვიატოგორსკის მიმართულებით კი – 20-მდე კილომეტრში”, – დასძინა ლიახმა.

მერის თქმით, ძნელი სათქმელია, საიდან მიაყენებენ ოკუპანტები მთავარ დარტყმას.

“შემდეგი სამიზნე იქნება სლავიანსკი, კრამატორსკი, ბახმუტი, ამიტომ ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს, რომლებიც ახლა ფრონტზე ვითარდება. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს ჯარებს უჭირავთ ხაზი იზიუმის, სვიატოგორსკის, დოვლგენკის, ლიმანის მიმართულებიდან”, – აცხადებს სლავიანსკის მერი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×