რეზონანსი
05.07.2022

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განცხადება გააკეთა.

დეპუტატის თქმით, საკანონმდებლო ორგანო, აღმასრულებელი ხელისუფლება, საზოგადოება და ოპოზიცია ჩართული უნდა იყოს ამ გეგმის შესრულებაში, რაც მოწონებულია მათ შორის კრიტიკულად განწყობილი ევროპარლამენტარების მხრიდანაც კი.

„ევროკავშირი და დასავლელი პარტნიორები იწონებენ ამ გეგმაზე კონსულტაციების დაწყებას იმასთან დაკავშირებით, რომ სამუშაო ჯგუფები უნდა შეიქნას ამ საკითხების განსახორციელებლად. „ქართული ოცნების“ მიერ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება უკვე დაწყებულია და პირველი პუნქტი, რაც ევროკავშირის მიერ საქართველოს მიმართ არის დაწესებული, დეპოლარიზაციის პროცესის დაწყებაა, ახლა ოპოზიციის მოედანზე მათ უნდა გააკონტროლონ კონსტრუქციული საუბარი და სამუშაო ჯგუფებში მუშაობა. ოპოზიციას არ აწყობდა რეგლამენტის წაკითხვა. რიგგარეშე სესიები იმ შემთხვევაში ტარდება, როდესაც არის აუცილებელი საჭიროება ამა თუ იმ საკითხის გატანის სესიაზე. სესიაზე საკითხის გატანამდე აუცილებელია, რომ გარკვეული კონსულტაციები შედგეს ამა თუ იმ საკითხზე, საკომიტეტო მოსმენები გაიმართოს და სხდომები ჩატარდეს. სესიებს შორის პერიოდი პარლამენტარებისთვის დასვენებას არ ნიშნავს. მუშაობა საკომიტეტო და სამუშაო ფორმატში და ინდივიდუალურ რეჟიმში ისევ მიდის. თუ მათ წარმოუდგენიათ, რომ სესიებს შორის პერიოდი ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი ისვენებს, ეს ასე არ არის. ისინი ისვენებენ არა თუ სესიებს შორის პერიოდში, არამედ სესიების დროსაც და პარლამენტში მხოლოდ დესტრუქციისთვის მოდიან. მთავარია. ყოველგვარი რიგგარეშე სესიების მოწვევის გარეშე დაიწყოს მუშაობა 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×