ინდონეზიაში, ბალიზე „დიდი ოცეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც ესწრება.
ლავროვი „დიდი ოცეულის" წარმომადგენლების ვახშამზეც იყო, თუმცა ამ ვახშამს არ დაესწრნენ წარმომადგენლები „დიდი შვიდეულის" ქვეყნებიდან.
G20-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, საგარეო უწყებების ხელმძღვანელების ნაწილმა რუსეთის პირველ დიპლომატთან სერგეი ლავროვთან საერთო ფოტოს გადაღებაზეც უარი თქვა.
ცნობილი გახდა, რომ საერთო ფოტოს გადაღებაზე პირველად უარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა.
თავად ლავროვმა, აღნიშნული ფაქტის შეფასებისას განაცხადა, რომ არავინ არ დაუპატიჟებია.
„რაც შეეხება ჩემთან შეხვედრებს, განცხადებებს, რომ ჩემთან ფოტოებს არ გადაიღებენ - მე ხომ არავინ მიმიპატიჟებია ფოტოს გადასაღებად და საერთოდაც, არავინ არსად არ დამიპატიჟებია. მე ინდონეზიამ დამპატიჟა",- განაცხადა ლავროვმა.