რეზონანსი
08.07.2022

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი „დიდი ოცეულის" კონფერენციას დაგეგმილზე ადრე დატოვებს.

„ლავროვი ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს, შემდეგ ის ისაუბრებს პრესასთან და კონფერენციას დატოვებს", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ dpa-სთან ინტერვიუში.

ეს ნიშნავს, რომ ლავროვი არ მიიღებს მონაწილეობას დღის მეორე ნახევარში დაგეგმილ ოფიციალურ სადილსა და „დიდი ოცეულის" შეხვედრაში.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი ლავროვმა დღეს სიტყვით გამოსვლისთანავე დატოვა შეხვედრის ოთახი.

კონფერენციის დასაწყისში „დიდი ოცეულის" საგარეო საქმეთა მინისტრებმა უარი განაცხადეს სერგეი ლავროვთან ჯგუფური ფოტოს გადაღებაზე.

გარდა ამისა, G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უარი თქვეს ვახშამს ლავროვთან ერთად დასწრებოდნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×