რეზონანსი
11.07.2022

საქართველოში მიკრობანკები გაჩნდება. ეს არის ახალი ტიპის ფინანსური ორგანიზაცია ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაცებს შორის. მათ შეეძლებათ, როგორც დეპოზიტების მიღება, ასევე მილიონ ლარამდე მოცულობის სესხების გაცემაც.

მიკრობანკის სტატუსის მისაღებად მინიმუმ 10 მილიონი ლარის კაპიტალია საჭირო, რაც ხუთჯერ ნაკლებია, ვიდრე საბანკო ლიცენზიისთვისაა საჭირო.

მიკრობანკებს ზედამხედველობას საქართველოს ეროვნული ბანკი გაუწევს. მთავრობა დარწმუნებულია, რომ მიკრობანკების გაჩენა ქვეყანაში სესხის საპროცენტო განაკვეთს შეამცირებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის კი ეს კლიენტთან გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობას ნიშნავს.

რუსთავი 2

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×