რეზონანსი
11.07.2022

11 ივლისს, დილით 07.36 საათიდან 12:00 საათამდე საქართველოში, სოფელ სამებასთან მიწისძვრა 6 ჯერ მოხდა. სეისმოლოგი თეა გოდოლაძე განმარტავს თუ სად არის ზუსტად მიწისძვრის ეპიცენტრი, სომხეთი თუ საქართველო...  რამდენად საფრთხის შემცველია დღის მანძილზე ინტენსიური მიწისქვეშა ბიძგები.

„სომხეთის და საქართველოს სასაზღვრო ზოლია, შესაბამისად როცა ესაზღვრები 2 კილომეტრი აქით-იქით არის ცდომილების ფარგლები. ასე რომ ჩვენი ეპიცენტრი უფრო სწორია. სომხეთსაც შეუძლია დაწეროს, რომ მათთან არის მიწისძვრა. სწორედ ამ სასაზღვრო ზოლში ხდება მიწისძვრები.

ძალიან კარგია, რომ ეს ენერგია ჯავახეთზე თავისუფლდება პორცია-პორციად. შესაბამისად, ჯავახეთი სულ ასე იქნებოდა 5 მილიონი წლის წინ, ასე არის ახლა და ასე იქნება მომავალში. პროგნოზირება რთულია თუ როდის შეიცვლება ჯავახეთის ტექტონიკური მოდელი. 

თუ ეპიცენტრში არ ხართ, არც არაფერი, მშვიდად უნდა იყოთ. თუ ეპიცენტრში ხართ, კარგ სახლში უნდა იცხოვროთ და არ უნდა იცხოვროთ ისეთ სახლებში, მაგალითად როგორიც თბილისშია. 

ახალაშენებულ სახლებსაც ძველსაც... ყველა სახლს ამორტიზაცია გააჩნია, ამიტომ ეს ისეთი ქალაქი და ქვეყანაა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა იყოს გამართული. სეისმომედეგობას რასაც ვეძახით, მუდმივად უნდა მოწმდებოდეს. იმიტომ რომ ყველა სახლს აქვს ექსპლუატაციის პერიოდი. ექსპლუატაციის პერიოდის გასვლის შემდეგ ხდება ცვეთის პერიოდი, კონსტრუქცია იცვითება. არ შეიძლება ასეთ ქვეყანაში ცუდი სახლები შენდებოდეს. ფურცელზე ყველაფერი „მოწმდება“. „მოწმდება“ საბჭოთა მეთოდებით და ვიხდით ამაში ფულს. 

წყარო: pia.ge

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×