რეზონანსი
11.07.2022

რა პრევენციული ზომებია საჭირო კიდევ ერთი ეპიდაფეთქების თავიდან ასაცილებლად და რამდენად აგრესიულია „ომიკრონის“ ახალი ქვეშტამები, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა. 

რონდელის ფონდის მკვლევარი

„უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება, ბრძოლა 21-ე საუკუნის დასავლურ შეია...

სამხრეთ აფრიკის ტავერნაში სროლის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშა...

ინფექციონისტის თქმით, საქართველოში ეპიდემიური ვითარება დღითი დღე რთულდება.

როგორც ინფექციონისტი აცხადებს, დაავადება  ჯანმრთელ ადამიანებს მარტივად გადააქვს.

„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საკმაოდ გაუარესებულია არამხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად. ეს არის დაკავშირებული „ომიკრონის“ ახალ ქვეშტამებთან, რომელთაც ახასიათებს უფრო სწრაფი და ადვილი გავრცელება. ამ ეტაპზე საკმაოდ საყურადღებოა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. 

ახალი ქვეშტამების სიმპტომატიკა ძალიან ჰგავს „ომიკრონის“ სხვა ქვეშტამების სიმპტომატიკას. ახასიათებს მწვავე დასაწყისი. ხშირ შემთხვევაში არის  - მაღალი ცხელება, რომელიც შეიძლება, გაგრძელდეს 2-3 დღის განმავლობაში. ამას ერთვის მშრალი ხველა, ყელის ტკივილი ცხვირში გაჭედვა, საერთო სისუსტე და ცოტა დეზორიენტაცია. ძირითადად ახალგაზრდა, ჯანმრთელ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები ეს ინფექცია მსუბუქად გადააქვთ. რისკები არის ძირითადად ასაკოვან ადამიანებში“, - აცხადებს ალექსანდრე გოგინავა. 

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ  იმ რეკომენდაციებზეც ისაუბრა, რომელიც უნდა დავიცვათ. მან საზოგადოებას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. 

„პირველ რიგში, რისკჯგუფებში უფრო მეტად აქტიურად უნდა ჩატარდეს ვაქცინაცია. ვაქცინაცია იცავს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან და ამცირებს, როგორც  ჰოსპიტალიზაციის, ასევე, სიკვდილიანობის რისკებს.

როდესაც გვაქვს სიმპტომები - ხველა, ტემპერატურის მატება, ყელის ტკივილი  ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მოვერიდოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს, ხალხმრავალ შეკრებას და თუ მაინც ვერ ვახერხებთ მორიდებას აუცილებლად გამოვიყენოთ პირბადე. პირბადე ამცირებს რისკებს დაავადების გავრცელების. 

სიმპტომებით დიფერენცირება სხვა რესპირაციულ ინფექციებთან ძალიან რთულია, ზოგადი სიმპტომები ყველა ინფექციებს აქვს მსგავსი. ეს არის - ხველა, ყელის ტკივილი, ტემპერატურის მატება. თუ სიმპტომები ხანგრძლივდება 3 დღეზე მეტხანს აუცილებელია მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას. ასევე, მნიშვნელოვანია ჩაიტარონ ტესტი.

დანარჩენ მოსახლობას, რომელსაც არ აქვს ქრონიკული დაავადება, სიმპტომების დაწყებიდან დაახლოებით 3-5 დღის განმავლობაში იყვნენ იზოლაციაში, მოერიდონ სხვა ადამიანებთან კონტაქტს. ეს დაავადება მსუბუქი მიმდინარეობის დროს გადამდებია პირველი 5 დღის განმავლობაში. იზოლაციის და ინკუბაციის პერიოდი იგივე რჩება“, - აღნიშნავს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×