რეზონანსი
15.07.2022

მიკოლაივის ოლქის გუბერნატორის, ვიტალი კიმის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ორი უნივერსიტეტი დაბომბეს.

„ტერორისტი რუსეთი დღეს მიკოლაივის ორ დიდ უნივერსიტეტს დაესხა თავს. მინიმუმ 10 რაკეტა. ახლა ისინი თავს ესხმიან ჩვენს განათლებას. ვთხოვ ყველა დემოკრატიული ქვეყნის უნივერსიტეტებს, გამოაცხადონ რუსეთი ისეთად, როგორიც არის სინამდვილეში, ტერორისტად", - წერს კიმი.

გუბერნატორი სოციალურ ქსელში დაბომბვის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.

მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა მიკოლაივის მერმა, ალექსანდრ სენკევიჩმა. მისი თქმით, დაბომბვის ადგილებზე მაშველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ.

"ჯერჯერობით ცნობილია ორი დაშავებულის შესახებ. ამჯერად "რაშისტები" მიკოლაივს დილის 07:50 წუთზე დაესხნენ თავს, კარგად იცოდნენ, რომ იმ დროს უკვე ბევრი ხალხი იყო ქუჩებში. ნამდვილი ტერორისტები!"- აცხადებს ალექსანდრ სენკევიჩი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×