რეზონანსი
15.07.2022

კანადის ხელისუფლებამ მის მიერ მანამდე შემოღებული შემაკავებელი ზომები გააფართოვა და დამატებითი სანქციები დააწესა რუსეთის ნავთობის, ბუნებრივი აირისა და სამრეწველო სექტორების წინააღმდეგ. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

„15 ივლისს აიკრძალა ორი სამეწარმეო მომსახურების მიწოდება რუსული ნავთობის, გაზის, ქიმიურ და გადამამუშავებელ მრეწველობაში", - აღნიშნეს კანადის საგარეო უწყებაში.

ამრიგად, კანადის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ რუსეთის ფედერაციას, ან იქ არსებულ ნებისმიერ ინდივიდს მიაწოდონ საწარმოო მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია შავ მეტალურგიასთან, მზა ლითონის ნაწარმის, კომპიუტერების, ელექტრონიკის, ოპტიკის, ელექტრომოწყობილობებისა და სატრანსპორტო წარმოებასთან, აგრეთვე სამრეწველო მომსახურებასთან სახმელეთო ტრანსპორტისა და მილსადენებით ტრანსპორტირების სფეროში

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×