რეზონანსი
15.07.2022

მოძრაობა „აიიას" წარმომადგენელი ვატო შაქარაშვილი მოსალამრთლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთ წევრს სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშაულებს:

„ეს არის უდიდესი დიპლომატიური და პოლიტიკური სკანდალი! ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა, დაუყოვნებლივ მოითხოვდა ამ ადამიანების გაწვევას! რას ნიშნავს?! ეს რა ურთიერთობის ფორმაა?! ეს არ არის სასამართლოს საქმეში უხეში ჩარევა?! ეს არ არის ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში შელახვა?! ეს საქართველოა და არა ბანანის რესპუბლიკა! ქართველებს ბატონის გამოცვლისთვის არ გვიბრძოლია! ჩვენ თავისუფლებისთვის და რეალური დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით!"- წერს ვატო შაქარაშვილი.

დღეს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე განცხადებას გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×