რეზონანსი
16.07.2022

 ~

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. რამდენიმე წუთის წინ გოგაშვილი სახლიდან გამოიყვანეს და მან ტერიტორია სამართალდამცველებთან ერთად დატოვა.

არსებული ინფორმაციით, სახლიდან ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, მეხსიერების ბარათები, რომლებზეც შესაძლოა, გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაცია იყოს დატანილი.

როგორც სოსო გოგაშვილის ოჯახი ამბობს, საქმე სამი მუხლით მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თქვეს, რომ გოგაშვილის სახლში ჩხრეკის ოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა. საქმე ეხება არა ახალ, არამედ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×