რეზონანსი
16.07.2022

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მეუღლე თეა მარტყოფლიშვილი აცხადებს, რომ რამდენიმე თვის წინ ბოდბელი ეპისკოპოსი მათთან იმყოფებოდა, რა დროსაც მეუფე იაკობმა სოსო გოგაშვილს უთხა, რომ მისი (გოგაშვილის) და მისი ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმობოდა.

როგორც თეა მარტყოფლიშვილი განმარტავს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა დაასახელა მათი გვარი, ვინც სოსო გოგაშვილის ლიკვიდაციას გეგმავდა.

„თუ არ ვცდები, 4-5 თვის წინ, მეუფე იაკობი იყო მოსული და ჩემს მეუღლეს ეუბნებოდა შენი და შენი ოჯახის ლიკვიდაციო იგეგმებაო. ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, ივანიშვილი - ეს სამი გვარი დაასახელა. მეუფე იაკობი ხომ მორწმუნეა, დადოს ბიბლიაზე ხელი, ან პატრიარქთან მივიდეთ და დაიფიცოს, თუ მე ვტყუი",- აღნიშნავს გოგაშვილის მეუღლე.

მისივე თქმით, ვიდრე სოსო გოგაშვილს დააკავებდნენ, 3 დღის განმავლობაში მასაც უთვალთვალებდნენ.

სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. შესაბამისი ვიდეომასალა გოგაშვილის ოჯახის წევრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. პარალელურად, ჩხრეკა ჩატარდა აჭარაში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც გოგაშვილის შვილი, ნინო გოგაშვილი იმყოფებოდა. დღეს კი ჩხრეკა ჩატარდა სოსო გოგაშვილის კიდევ ერთი შვილის, ნიკოლოზ გოგაშვილის სახლში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×