რეზონანსი
17.07.2022

სომხეთი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას, - როგორც სომხური მედია წერს, აღნიშნულის შესახებ სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილისადმი მიწერილ მილოცვაში განაცხადა.

სომხეთის პრემიერის თქმით, 30 წელი მხოლოდ წამია სომეხი და ქართველი ხალხების მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, მაგრამ დამოუკიდებლობის აღდგენიდან ორი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ეს პერიოდი ხასიათდება, როგორც მნიშვნელოვანი მიღწევებითა და წარმატებებით მდიდარი კეთილმეზობლური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარებისა და მოწესრიგების უმნიშვნელოვანესი პერიოდი.

ფაშინიანმა განაცხადა, რომ ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები ორ მოძმე ხალხს შორის, რომელიც დაფუძნებულია მდიდარ კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობაზე და ღირებულებების იდენტურ სისტემაზე, თანმიმდევრული მუშაობისა და მჭიდრო თანამშრომლობის წყალობით განაგრძობს გამყარებას, რაც ქმნის წინაპირობებს შემდგომი ურთიერთქმედებისა და სახელმწიფოს მშენებლობისთვის.

„სომხეთი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მეზობელ და მეგობარ საქართველოსთან ურთიერთობების თანმიმდევრულ განვითარებას და განმტკიცებას და ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის შეხვედრების ინტენსივობა ადასტურებს ჩვენს მტკიცე ვალდებულებას, კიდევ უფრო გავაფართოვოთ არსებული ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობა ყველა სფეროში", - ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.

ასევე, სომხეთის მთავრობის მეთაურმა გამოთქვა რწმენა, რომ სომხურ-ქართული ურთიერთობების განვითარების ორმხრივი სურვილი და ოფიციალურ დონეზე საიმედო დიალოგი მომავალშიც გაგრძელდება ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×