რეზონანსი
17.07.2022

„ლელოს" მუქარა, რომ ჩვეულებრივ მუშაობას ვეღარ გააგრძელებდნენ პარლამენტსა და საკრებულოებში თუ მმართველი პარტია ტექნიკურ მთავრობას არ შექმნიდა, და 12-პუნქტიან სამოქმედო გეგმაზე მუშაობას არ დაიწყებდა, არ შესრულდა. მათ ულტიმატუმი „ქართულ ოცნებას" 27 ივნისს წაუყენეს და კონკრეტული ვადაც დათქვეს.

„როგორი ბრძოლა იხილეთ, რომ რიგგარეშე საპარლამენტო სესიის საკითხები ყოფილიყო შეჯამებული და შეთანხმებული. ეს საკითხები დაინიცირებულია პარლამენტში, ამ საკითხების შესახებ არსებობს მხარდაჭერა არასამთავრობო სექტორიდან. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩაინიშნოს სესია. პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა რიგგარეშე სესიას. ეს ხომ ბრძოლის ნაწილია. ამავდროულად ყოველდღიურად დავდივართ რეგიონებში, მოსახლეობას ვხვდებით, ჩვენი პარტიის წარმომადგენლები ამჟამად ვაშინგტონში იმყოფებიან", - განაცხადა „ლელოს" წევრმა, ლანა გალდავამ „ქრონიკასთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×