რეზონანსი
17.07.2022

არაჩვეულებრივ რეჟიმთან დაკავშირებით მახსენდება არაჩვეულებრივი გამოფენა. რა რეჟიმზე უნდა გადავიდნენ? ალბათ თავად ულტიმატუმის შინაარსი არ იყოს არც საინტერესო და აქტუალური, მითუმეტეს, რომ თავად მიავიწყდათ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ პარტია „ლელოს" მისამართით.

„ვფიქრობ ეს საზოგადოებისთვის საინტერესო არ იყო. ამ განცხადებისთვის არც მე მიმიქცევია ყურადღება და არც პოლიტიკურ ისტებლიშმენტს", - აღნიშნავს ოდიშარია.

„ქართული ოცნებისთვის" „ლელოს" მიერ წაყენებული ულტიმატუმის ვადა ორი კვირაა ამოიწურა, თუმცა მუქარა, რომ ჩვეულებრივ მუშაობას ვეღარ გააგრძელებდნენ პარლამენტსა და საკრებულოებში, თუ მმართველი პარტია ტექნიკურ მთავრობას არ შექმნიდა და 12-პუნქტიან სამოქმედო გეგმაზე მუშაობას არ დაიწყებდა, არ შესრულდა. „ლელოს" ლიდერები პარლამენტშიც მუშაობენ და საკრებულოშიც.

ულტიმატუმი „ქართულ ოცნებას" 27 ივნისს წაუყენეს და კონკრეტული ვადაც დათქვეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×