რეზონანსი
17.07.2022

საბერძნეთში ჩამოვარდნილ უკრაინულ თვითმფრინავზე რვა ადამიანი იმყოფებოდა. ბოლო ინფორმაციით, ყველა მათგანი დაღუპულია.

უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ კომპანია „მერიდიანის" გენერალურმა დირექტორმა დენის ბოგდანოვიჩმა განაცხადა.

ბოგდანოვიჩის ცნობით, რვავე მგზავრი უკრაინის მოქალაქეები იყვნენ. მისივე განცხადებით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი სავარაუდოდ ტექნიკური გაუმართაობა გხადა, თუმცა კატასტროფის მიზეზების გამოვლენის შესახებ გამოძიება მიმდინარეობს.

ავიაკატასტროფას გამოეხმაურნენ სერბეთის თავდაცვის სამინისტროში და განაცხადეს, რომ თვითმფრინავს გადაჰქონდა სერბული წარმოების 11,5 ტონა საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა, რომელიც ქვეყანა ბანგლადეშის თავდაცვის სამინისტრომ შეუკვეთა. თვითმფრინავს ტვირთი იორდანიის, საუდის არაბეთის და ინდოეთის გავლით, ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში უნდა ჩაეტანა.

თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრის დაღუპვა სერბეთის თავდაცვის სამინისტროშიც დაადასტურეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×