რეზონანსი
19.07.2022

რეალურად, „კრედიტ სუისს“ არ უნდა აწყობდეს ის, რასაც აკეთებს. ბანკი უხეში და მძიმე ფორმით პირდაპირ აზიანებს საკუთარ თავს, შვეიცარიის საბანკო სისტემას, შვეიცარიის სახელმწიფოს. რატომ შეიძლება უღირდეთ მათ ამის გაკეთება, ეს ჩვენ არ ვიცით და აქ ეჭვები შეიძლება გაჩნდეს, თუმცა მე ამ ეჭვებში ვერ შევალ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ზოგადად ძალიან ბევრი უცნაური მოვლენა ვითარდება ჩვენს გარშემო. რეალურად, „კრედიტ სუისს“ არ უნდა აწყობდეს ის, რასაც აკეთებს. ბანკი უხეში და მძიმე ფორმით პირდაპირ აზიანებს საკუთარ თავს, შვეიცარიის საბანკო სისტემას, შვეიცარიის სახელმწიფოს. რატომ შეიძლება უღირდეთ მათ ამის გაკეთება, ეს ჩვენ არ ვიცით და აქ ეჭვები შეიძლება გაჩნდეს, თუმცა მე ამ ეჭვებში ვერ შევალ. გარდა ამისა, ქვეყნის შიგნით რა ვითარებაც არის, რისი მცდელობა ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას, რა და რატომ ჩაიდო ევროპარლამენტის რეზოლუციაში - ამაზე გვაქვს კითხვები. შეიძლება რაღაც კონკრეტული ინტერესი იყოს ჩვენ მიმართ ან ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ამ საკითხში ჩვენ უფრო ღრმად შეგნებულად არ შევალთ“ - აცხადებს კობახიძე.

„კრედიტ სუისის“ მიერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ვალდებულებების უპრეცედენტოდ უხეში დარღვევების შესახებ განმარტებებს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა გააკეთა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×