რეზონანსი
19.07.2022

სააპელაციო სასამართლოში, ნიკა გვარამიას საქმე განიხილეს. მომდევნო სხდომა 4 ოქტომბერს დაინიშნა.

დაცვის მხარე ოთხი შუამდგომლობით წარდგა, საიდანაც მოსამართლემ მხოლოდ ერთი შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

„მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზში 16 მაისს დააკავეს. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2-ის“ საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდშია დამნაშავედ ცნობილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×