რეზონანსი
19.07.2022

„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ Credit Suisse-ი კლიენტს, ბიძინა ივანიშვილს, აბსოლუტურად უკანონოდ არ ურიცხავს კუთვნილ თანხას და ამ გადაწყვეტილების უკან სერიოზული პოლიტიკური განზრახვები დგას.

„ვფიქრობ, ეს ორკესტრირებული შეტევის ნაწილია, რათა ყველა მხრიდან შტურმი მოხდეს. დარტყმის ერთ-ერთი ობიექტი სწორედ ესაა. მიუხედავად იმისა, რომ ბანკი ამაში არ უნდა ერეოდეს, არსებობს სასამართლო გადაწყვეტილებები და არ არსებობს არავითარი არგუმენტი, რომ იყოს პირდაპირი სანქციები, როგორც ხედავთ, შედეგი არის სხვა. ანუ, ეს არის ორკესტრირებული შეტევის, ხელისუფლების შეცვლის ისტერიული სურვილის ნაწილია, მაგრამ არსებობს მთავარი კითხვა: რატომ უნდა შეიცვალოს [ხელისუფლება] და რას ემსახურება ეს ყველაფერი?“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×