რეზონანსი
19.07.2022

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" ტელევიზია ატარებდა ნარატივს, თითქოს ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე დასანქცირდა. მისივე თქმით, თუ ეს სიმართლეა და ამას ეთანხმება თავად ჩხიკვაძეც, მაშინ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იქნება სერიოზულ კითხვებზე პასუხი გასაცემი.

"როდესაც არის სერიოზული კითხვები, ამ დროს ამ სერიოზულ კითხვას უნდა გაეცეს კონკრეტული და არა ზოგადი პასუხი. მე მგონია, რომ ამის ვალდებულება ჩვენი მეგობრების მხრიდან ნამდვილად არსებობს. მაგალითად, "ნაცმოძრაობის" ტელევიზიები ალაგებდნენ ნარატივს, რომ დასანქცირდა მოსამართლე ჩხიკვაძე. მაშინაც ვთქვი და დღესაც ვიმეორებ, მართლა დაუჯერებელი და წარმოუდგენელი ამბავია, თუ "ნაცმოძრაობა" ამტკიცებდა, რომ დასანქცირდა და ამ ფაქტს ადასტურებს მოსამართლე ჩხიკვაძე, მაშინ მგონია, რომ ამას კონკრეტული და სერიოზული პასუხები უნდა გაეცეს," - აცხადებს მამუკა მდინარაძე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×