რეზონანსი
19.07.2022

ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში რომ არ მონაწილეობ, მერე რას გეგმავ? მაშინ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები გულახდილები უნდა იყვნენ და თქვან, რომ კიდევ ერთხელ მოემზადებიან რევოლუციისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ არ გამოუვათ, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„არის ორი გზა - ერთია, როცა ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად ზიხარ მმართველ პარტიასთან ერთად და მუშაობ ამ 12 პუნქტზე - რაღაცას შეაცვლევინებ ან ვერ შეაცვლევინებ. თუ ვერაფერს შეაცვლევინებ, ბოლოს გამოდიხარ და ამბობ - არა, ამათგან არაფერი გამოვიდა, ფეხს არ უცვლიან არცერთ საკითხს. მეორე გზაა, როდესაც არაფერში არ მონაწილეობ, იძახი, რომ ამათგან მაინც არაფერი გამოვა და არაფერს შეცვლიან. მერე რა? ეს მაინტერესებს სულ. მე ყოველთვის შევდივარ იმ პროცესში, სადაც გეგმას, პროცესს და შედეგს ვხედავ. მე ვიცი, რომ თუ „ოცნებას“ 2 ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტს, დეოლიგარქიზაციას და სასამართლო დამოუკიდებლობას შევასრულებინებ, მაშინ გაგვეხსნება ევროპული პერსპექტივა. პროცესში რომ არ მონაწილეობ, არაფერს რომ არ აკეთებ და არ ელაპარაკები, მერე რას გეგმავ? მაშინ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები გულახდილები უნდა იყვნენ და თქვან, რომ კიდევ ერთხელ მოემზადებიან რევოლუციისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ არ გამოუვათ“, - აცხადებს ელისაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×