რეზონანსი
20.07.2022

თბილისის მერი, კახი კალაძე ამბობს, რომ ესმის ყველა გარემოვაჭრეს უჭირს და დალხენილი არავინ არაა, ვინც ბაზრის შიდა ან გარე ტერიტორიაზე ვაჭრობას, მაგრამ ეს ყველაფერი მოწესრიგებული უნდა იყოს. კალაძემ ამ თემაზე მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"რამდენიმე დღის წინ შესაბამისმა სამსახურებმა, მუნიციპალურმა ინსპექციამ რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებს მისცა შესაბამისი გაფრთხილება და შეთავაზება, რომ 10 დღის ვადაში ისინი გადასულიყვნენ  ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე. გარკვეული ნაწილი ამას დათანხმდა, და მიიღო ეს გადაწყვეტილება, თუმცა იყო დარჩენილი ადამიანები, ვინც აგრძელებდა თავის სამუშაოს ბაზრობის გარე ტერიტორიაზე, რაც დაუშვებელია. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ყველას უჭირს და დალხინებული არავინ არ არის ვინც იქ დგას, როგორც ბაზრობის გარე ტერიტორიაზე, ისე შიდა ტერიტორიაზე. ადამიანები ეწევიან თავიანთ ეკონომიკურ საქმიანობას და ეს ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული, უნდა ხდებოდეს ცივილურ ფორმაში ამ ყველაფრის გაკეთება", - თქვა კალაძემ. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×