რეზონანსი
20.07.2022

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორაციით, დედაქალაქის მერია უსახლკარო სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის პროცესს განაგრძობს.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, ჯამში 53 ბინაა შესყიდული. მისივე განცხადებით, მომდევნო წლების განმავლობაში, უსახლკაროს სტატუსის მქონე ყველა ოჯახი ბინით დაკმაყოფილდება:

“მინდა, მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია უსახლკაროთა საცხოვრებელებით უზრუნველყოფის პროგრამის შესახებ, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. 53 ბინა არის შეძენილი და ხდება ამ ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება.

უსახლკაროს სტატუსი, დაახლოებით, 400-მდე ოჯახს აქვს. ჩემი საარჩევნო დაპირება იყო, რომ არც ერთი უსახლკარო თბილისელი საცხოვრებელი ფართის გარეშე არ დარჩება. ყველას გვერდით დავუდგებით და მომდევნო წლების განმავლობაში, ყველა ასეთი ოჯახი ბინებით იქნება დაკმაყოფილებული.

ვისაც სტატუსი ჯერ არ აქვს, უნდა მიმართოთ შესაბამის უწყებას, რომელიც აგიხსნით, რა დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ სტატუსის მისაღებად”, – განაცხადა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×