რეზონანსი
23.07.2022

რევოლუცია ვერ შედგა მათი ხელმძღვანელობით, ვერ განვითარდა დესტაბილიზაციის პროცესები და კიდევ იმუქრებიან, რომ სექტემბრიდან დღის წესრიგში კვლავ რევოლუცია იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან „ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით,„ნაციონალურმა მოძრაობამ", არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველმა „ძალიან შორს შეტოპეს".

„2013 წლიდან სხვადასხვა ფორმით ცდილობდნენ, რომ დესტაბილიზაცია და რევოლუციური პროცესები განეხორციელებინათ.

ამ გეგმას „ნაცმოძრაობა" და მისი სატელიტური პოლიტიკური პარტიები ვერ უარყოფენ და უკან ვერ დაიხევენ. ძალიან სერიოზულად შეტოპეს მათაც და არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, სახალხო დამცველმაც, ვინც თავისი მანდატის დარღვევით დაუჭირა მხარი. ომს დაუჭირეს მხარი და რა საკვირველია, დღეს არანაირი რესურსი არ აქვთ, რომ ეს განახორციელონ და მეორე მხრივ, უკან დაიხიონ, შეუერთდნენ ნორმალური მუშაობის ფორმატს",- განაცხადა ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×