რეზონანსი
23.07.2022

ჩვენ ევროკავშირისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში, ყველაზე სანდო და დასაყრდენ პარტნიორებად ვრჩებით, - ამის შესახებ გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, საქართველო ამ პარტნიორობის პიკში იმყოფება.

ვოლსკი აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის მხრიდან ზეწოლის შესახებ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებასაც გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ საჭიროა პასუხის მიღება კითხვაზე „არის თუ არა მოსამართლე სანქცირებული“ და ამ კითხვაზე პასუხის მოთხოვნა ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გაფუჭებას არ ნიშნავს. მისივე თქმით, ამ კითხვის პასუხის გარეშე დატოვება საზოგადოებაში ნიჰილიმზს იწვევს.

„როდესაც ასეთი თემა წამოიჭრება და შენ პასუხს არ იძლევი და გაჩუმებას ამჯობინებ, ხალხში ნიჰილიზმი ჩნდება ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიმართ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×