რეზონანსი
24.07.2022

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება მსოფლიოს მოუწოდებს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიაროს.

კულება ხაზს უსვამს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა, ოფიციალური პირები, საზოგადო მოღვაწეები და რუსული სახელმწიფო მედია, დიდი ხანია, გენოციდის წაქეზებით არიან დაკავებულნი.

„რუსეთის ფედერაციისა და მისი ოფიციალური პირების, შეიარაღებული ძალებისა და მასმედიის ქმედება უკრაინელების წინააღმდეგ არის გენოციდი და მსოფლიო ამაზე ვერ გაჩუმდება", - ამბობს დიპლომატი.

კულება ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებთან, იურისტებთან და ექსპერტებთან ერთად აგროვებს ყველა საჭირო მტკიცებულებას, რათა რუსეთმა, რუსეთის ხელმძღვანელობამ და სამხედროებმა პასუხი აგონ ომის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებსა და აგრესიის გამო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×