რეზონანსი
24.07.2022

აღნიშნულის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბიჯიტ ბრინკმა „რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„რაც შეეხება რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას, ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს, ეს მოითხოვს ფრთხილ ანალიზს ამერიკული კანონმდებლობის შესაბამისად. ჩვენ ვიყენებთ ყველა ხელმისაწვდომ საშუალებას, მათ შორის ბევრ ისეთს, რომელიც გამოყენებული იქნებოდა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ასეთ სპონსორს წარმოადგენს. თუმცა, ჩვენ ასევე სერიოზულად განვიხილავთ მსგავს განცხადებას და გავაგრძელებთ რუსეთზე პასუხისმგებლობის დაკისრებას ჩვენი კანონების შესაბამისად", - განაცხადა ბრინკმა.

ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა პარტნიორებთან ერთად დააწესა უპრეცედენტო რაოდენობის სანქციები რუსეთზე და მომავალშიც გააგრძელებს ამის კეთებას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×