რეზონანსი
24.07.2022

რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებით, სურს, უკრაინას ეწვიოს, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

„კიევში ჩასვლის დიდი სურვილი მაქვს", - თქვა პაპმა უკრაინაში შესაძლო გამგზავრების შესახებ დასმული კითხვის პასუხად. პაპი ჟურნალისტებს თვითმფრინავში, რომიდან კანადის მიმართულებით ფრენის დროს ესაუბრა.

პაპმა ფრანცისკემ, რომელიც მოსკოვში არცერთხელ არ ყოფილა, ომის დაწყების შემდეგ, არაერთხელ დაგმო რუსეთის უკრაინაში შეჭრა.

გასულ თვეში მან დაუფარავად გააკრიტიკა მოსკოვი „სასტიკი და უაზრო, აგრესიული ომის" გამო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×