რეზონანსი
24.07.2022

ხერსონის ოლქის ხელმძღვანელის თანაშემწე სერგეი ხლანი პროგნოზირებს, რომ სექტემბრისთვის ხერსონის რეგიონს დაიბრუნებენ. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

„შეიძლება ვთქვათ, რომ ხერსონის ოლქი აუცილებლად გათავისუფლდება სექტემბრისთვის და ოკუპანტების ყველა გეგმა ჩავარდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ. შეიძლება ითქვას, რომ თავდაცვითი მოქმედებებიდან კონტრშეტევაზე გადავდივართ", - განაცხადა სერგეი ხლანმა, უკრაინული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ცნობისთვის, ხერსონი, რომელიც უკრაინის სოფლის მეურნეობისთვის მნიშვნელოვანი რეგიონია, ომის დასაწყისში რუსეთის ჯარებმა აიღეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×