რეზონანსი
24.07.2022

ამის შესახებ "დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის" ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან" განაცხადა.

მისი თქმით, „ბუსტერი" კარგად მოქმედებს კორონავირუსის ახალ შტამებზე.

„კორონავირუსის შემთხვევების უმეტესობა არის შედარებით მსუბუქი, არ ითხოვს ჰოსპიტალიზაციას, ჰოსპიტლები გადატვირთული არ არის, სულ შეიძლება იწვეს 500-მდე პაციენტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ანუ ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა არ გახლავთ.

მთავარი მოწოდებაა, რომ ვინც არ არის აცრილი, აიცრას და ვინც აცრილია, „ბუსტერი" გაიკეთოს. ასევე მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში არის სპეციფიური წამალი, ანტი-ვირუსული წამალი, რომელიც ამ ვირუსზე მოქმედებს.

პირბადის სავალდებულოდ ტარება არ განიხილება. ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ დახურულ შენობებში და დიდი თავშეყრის დროს გამოიყენონ პირბადე. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სიმპტომების დროს ადამიანი გაიტესტოს", - განაცხადა გამყრელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×