რეზონანსი
24.07.2022

საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე ჰუბერტ ქნირშს პეტერ ფიშერი შეცვლის.

ამის შესახებ თავად პეტერ ფიშერი წერს.

„რამდენიმე პირადი სიახლე: აგვისტოს ბოლოს მე და მარია გავემგზავრებით თბილისში, სადაც პატივი მექნება, ვიმსახურო საქართველოში გერმანიის ელჩად. თვალი მიადევნეთ ამ სივრცეს", - წერს პეტერ ფიშერი.

2018 წლის ივლისიდან პეტერ ფიშერი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გერმანიის ელჩი იყო. ის კარიერული დიპლომატია, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში 1986 წლიდან მუშაობს.

ჰუბერტ ქნირში საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის თანამდებობაზე 2018 წელს დაინიშნა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×