რეზონანსი
25.07.2022

ოპოზიციის მხრიდან წარმოებული პარალელური პროცესი ამოვარდნილია საკონსტიტუციო ფორმატიდან, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მოსალოდნელი იყო, რომ რადიკალური ოპოზიცია ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით საპარლამენტო ფორმატებში მუშაობაზე უარს იტყოდა.

„ოპოზიციის მხრიდან წარმოებული პარალელური პროცესი ამოვარდნილია საკონსტიტუციო ფორმატიდან და საკუთარ თავს თავადვე ახასიათებს. თუ ვინმეს მიმართ უნდობლობა შეიძლება, გამოიხატოს, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც აქვს რადიკალიზმის, დესტაბილიზაციისა და რევოლუციური პროცესების განვითარების მუდმივი მცდელობა. ეს ხალხი ამ ფორმატიდან ვერ ამოვარდა, პარალელური პროცესიც სწორედ ამის მაჩვენებელია. ვინაიდან, ამ ადამიანებმა ვერ შეძლეს რევოლუციის განვითარება, მათთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა საკონსტიტუციო ფორმატებში მონაწილეობის მიღება. რადიკალური ოპოზიციის სტრატეგიული გეგმა, რომელსაც რევოლუცია ჰქვია, ჩაფლავდა. ამ ჩაფლავების შემდეგ კი, მოსალოდნელი იყო, რომ უარს იტყოდნენ საპარლამენტო ფორმატებში მუშაობაზე. ეს არის პოლარიზაციის, დაპირისპირების რეჟიმის შენარჩუნების მცდელობა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებელი" სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით დღეიდან სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს იწყებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×