რეზონანსი
25.07.2022

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ერთი პროცესი - საგანგებო სესია და სასესიო დარბაზში ყველა იმ საკითხის განხილვა, რაც არის მნიშვნელოვანი, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ.

„რაც შეეხება, ნებისმიერ სხვა სამუშაო პროცესს, მე ამას არ მინდა დავარქვა რაღაც პარალელური ჯგუფები, იმიტომ, რომ ნებისმიერი სამუშაო ფორმატი, სადაც ჩვენ სამოქალაქოს საზოგადოებასთან ერთად ვიქნებით წარმოდგენილი, ეს შეეხება მხოლოდ სესიაზე წარმოსადგენი საკითხების განხილვას. ამას მივიჩნევ ყველაზე უფრო რეალისტურად და მნიშვნელოვნად, რომელიც გაწერილია ასევე ჩვენი პარლამენტის რეგლამენტში", - აღნიშნავს დეკანოიძე.

ოპოზიციის ნაწილი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების საკითხზე დღეიდან პარალელურ პროცესს იწყებს და ალტერნატიული სამუშაო ფორმატების შექმნას გეგმავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×