რეზონანსი
25.07.2022

უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრის, რომან ლეშჩენკოს განცხადებით, იმედოვნებს, რომ მარცვლეულის პირველი კოლონა ჩორნომორსკის პორტიდან ექსპორტზე მიმდინარე კვირაში გავა.

ლეშჩენკოს თქმით, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში უკრაინის სამი, მათ შორის ოდესის პორტი მზად იქნება მარცვლეულის ექსპორტისთვის.

მან აღნიშნა, რომ მიღწეული შეთანხმება ასევე ითვალისწინებს სასუქების იმპორტსა და ექსპორტს, რაც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა მოსავლისთვის.

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ალექსანდრე კუბრაკოვის განცხადებით, კი ის მოელის, რომ უკრაინისა და რუსეთს შორის შეთანხმების განხორციელება ამ კვირიდან იქნება შესაძლებელი.

მისი თქმით, თურქეთში, სტამბოლში, საკოორდინაციო ცენტრი იქმნება, რომელიც საზღვაო ქარავნებს გააკონტროლებს. მანვე დასძინა, რომ მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები უკვე სტამბოლში არიან და ცენტრი ოთხშაბათისთვის ფუნქციონირებისთვის მზად უნდა იყოს.

კუბრაკოვის თქმით, ხელშეკრულების ფარგლებში , მარცვლეულის ექსპორტის მოცულობაზე შეზღუდვა არ არსებობს და ყოველთვიურმა ბრუნვამ მინიმუმ მილიარდ დოლარს უნდა მიაღწიოს.

"ეს გადარჩენის საკითხია", - განაცხადა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×