რეზონანსი
25.07.2022

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი ხელისუფლების მამხილებელი დოკუმენტების გამოქვეყნებას დღეს არ აპირებს. ამის შესახებ რუსთავის მე-12 დაწესებულების დატოვების შემდეგ მისმა ადვოკატმა ისაუბრა. შეგახსენებთ, თავდაპირველად ითქვა, რომ გოგაშვილი მტკიცებულებებს სწორედ 25 ივლისს გამოაქვეყნებდა.

ბრალდება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ მან დააანონსა იმ სისტემის მხილება, რომელი სისტემის ნაწილიც თვითონ იყო და გრძნობს ამაზე პასუხისმგებლობას. დღეს არაფერი არ იგეგმება ახალი, მაგრამ იგი აანონსებს, რომ უახლოეს პერიოდში ასევე სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრებს და შესაბამის მტკიცებულებებსაც გამოაქვეყნებს. ამბობს, რომ ეს მოხდება ძალიან მალე... განგვიცხადეს ამ საქმის გამომძიებლებმა, რომ მათ სურთ, რომ მთლიანად გაასაიდუმლონ საქმის მასალები. შესაბამისად, ადვოკატებსაც შეგვეზღუდება, ვისაუბროთ ამ საქმის ირგვლივ დეტალებზე, - ამბობს ადვოკატი დიმიტრი ღონღაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×